Cruise Hotel and Restaurant

სასტუმრო კომპლექსი ,,კრუიზი” თბილისში მდებარეობს, გახლავთ გემის ფორმის ორიგინალური ნაგებობა, რომელიც მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. მისი დიზაინი სპეციალურად შეიქმნა, რათა სტუმრებს ზღვაზე ყოფნის არაჩვეულებრივი განწყობა დაეუფლოთ. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსებულია სასტუმრო, რესტორნის დიდი და პატარა დარბაზები, სამი სეზონური კაფე ტერასებზე და ლუდხანა ინდივიდუალური ოთახებით. გარდა ამისა, აქვეა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ოთახი შეხვედრებისთვის და გემბანი ღია სივრცეში სხვადასხვა ღონისძიებისთვის.


DESIGN CITY GEORGIA - ს მონაწილეობა პროექტში:

დიდი სარესტორნო დარბაზის დიზაინი
სარესტორნო სივრცეების დეკორატიული განათება
სარესტორნო სივრცეების ფარდები
სარესტორნო ინტერიერის დეკორატიული ელემენტები


წელი: 2011.